ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 141 ათას 589 ლარია.
უნდა მოეწყოს სარწყავი სისტემა; გარე განათების სისტემა და დეკორატიული სანათები; დაირგვება ახალი ნარგავები, იგეგმება ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმნიშვნელი სიმბოლოების მქონე ძელ სკამებისა და ურნების განთავსება; სასმელი წყლის მიწოდების წერტილების მოწყობა , სკვერის პერიმეტრის შემოღობვა. დამონტაჟდება ატრაქციონები, მოეწყობა ტრენაჟორები.
სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე.
სატენდერო წინადადებების მიღება 27 სექტემბერს იწყება და 30 სექტემბერს მთავრდება.