იმერეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ბუნებრივი აირის მიწოდების
უსაფრთხოებაზე შემოწმდა. “სოკარის” იმერეთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლის, ალექსანდრე გაბრიჭიძის განცხადებით, ყველა საბავშვო ბაღში მოწესრიგდა გაზქურები და გათბობის სისტემები.
“ვაწარმოებთ არაგეგმიურ შემოწმებას. სეზონის დაწყებამდე ქუთაისისა და იმერეთის ყველა ბაღში მოწესრიგდა გაზქურები, გათბობის სისტემები. იმერეთის მასშტაბით ყველა ხარვეზი, რომელიც შეიცავდა საფრთხეს, გამოსწორდა,”-განაცხადა გაბრიჭიძემ.
ქუთაისში 37 საბავშვო ბაღია.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე