ახალ სასწავლო წელს ხარაგაულის 8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს
ახალი ინფრასტრუქტურა დახვდებათ. სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. რემონტდება საკლასო ოთახები, იცვლება იატაკი და ჭერი, ეწყობა სველი წერტილები.
მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ არც ერთ სკოლას სასწავლო წლის განახლებისთვის შეფერხება არ ექნება.
მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის მიზნით 410 000 ლარი გამოეყო.
ფოტო: ხარაგაულის მერია