ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაღების
უმრავლესობა განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს.
სატენდერო ვალდებულებით, ბაღების კეთილმოწყობაზე შპს “როიალ ბილდინგ ჯორჯია მუშაობს” პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
ახალი სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 23 სექტემბერს განახლდება.
სასწავლო წელი რამდენიმე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება.
ფოტო:ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია