იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში
სულ 200- მდე სკოლას უტარდება რეაბილიტაცია. სამუშაოებზე 9 020 000 ლარი დაიხარჯება.
სკოლებში შენობების გადახურვები ხორციელდება, ფასადების მოწესრიგება მიმდინარეობს, ეწყობა შიდა ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები და მონტაჟდება გათბობის სისტემები.
“აღნიშნული საკითხი რწმუნებულს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით, მაქსიმუმი კეთდება სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განახლებისთვის,”-აცხადებენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე