“ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის
ადმინისტრაციამ მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური საკითხების მოსაგვარებლად პროექტი შეიმუშავა. მათივე განმარტებით, პროექტის განხორციელების შემდეგ, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირდება.
“ჩვენ საბოლოოდ შევქმენით პროექტი, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც შეგვეძლება, მეოთხე საამქროს ღუმელიდან პროდუქციის გამოშვების დროს ქურიდან და ციცხვიდან გაზების დაჭერა-გაწოვის საკითხის მოგვარება, რადგან არ მოხდეს არაორგანიზებული გაფრქვევის ფაქტები,”-აცხადებენ “ჯორჯიან მანაგანეზში”.
კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაო პროცესში ჩართული იყო ქართველ მეცნიერთა ჯგუფი და უცხოური კომპანიის წარმომადგენლები. ასევე, ქარხნის თანამშრომლებისგან ჩამოყალიბებული 5-კაციანი ჯგუფი უკრაინაში, “ნიკოპოლის” ქარხანაში პრაქტიკის გასავლელად გაემგზავრა.
ფოტო: “ჯორჯიან მანგანეზი”