ხარაგაულში, კიცხისა და ხიდრის მოსახლეობის ინიციატივით დოღი გაიმართა.
საცხენოსნო გარბენი საქარიქედის მინდვრებზე სამ ტურად ჩატარდა. ფინალში გადასული ექვსი ცხენოსანიდან პირველი ადგილი სხლითელმა ზაზა გურიელმა დაიკავა, მეორე ადგილზე, სოფელ კიცხის მკვიდრი ავთო ფოფხაძე გავიდა, მესამე ადგილი კი ხიდრელმა ზურაბ ჩაჩანიძემ მოიპოვა.
ღონისძიების ფარგლებში, დოღის დასასრულს, ხიდრის მოსახლეობის ინიციატივით, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია მოეწყო. გაიმართა ღვინის კონკურსი.
გამარჯვებულები სიგელებით და წამახალისებელი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ფოტო: ხარაგაულის მერია