ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
წარდგენა 20 სექტემბრამდე შეეძლებათ. მეორე ეტაპი მერის მრჩეველთა საბჭოს მიერ იდეების შესწავლა და შეფასებაა. შერჩევის პროცესი 21 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მესამე ეტაპი საჯარო კენჭისყრაა, რომელიც 9 ოქტომბრიდან 1-ლ ნოემბრამდე იწარმოებს.
საჯარო ხმის მიცემის პროცედურაში წარმოდგენილი იქნება 10 პროექტი, რომელიც მიიღებს მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მაქსიმალურ შეფასებას. გამარჯვებული გახდება 3 საპროექტო განაცხადი, რომელიც მიიღებს ხმების მაქსიმალურ რაოდენობას საჯარო კენჭისყრისას.
გამარჯვებული ინიციატივა ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება.
კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, საინიციატივი ჯგუფს ან იურიდიულ პირს. ხოლო საჯარო კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლია ქუთაისში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს, რომლის ასაკი აღემატება 16 წელს.
საპროექტო განაცხადის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უნდა ხორციელდებოდეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. თუ საპროექტო განაცხადის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ქონება უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
ფოტო: გელა რიაბუხა