კამპანიას “მარში კლიმატისთვის” ახალგაზრდები რეგიონებიდან უერთდებიან.
RICDOG--ის წამოწყებაში ახალგაზრდები უკვე ჩაერთნენ წყალტუბოს, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებიდან. მათ თავიანთ საცხოვრებელ არეალში უკვე ჩაატარეს დასუფთავების აქციები. მსგავსი ეკო აქტივობებით ისინი ავტომატურად გახდნენ კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული თამაშის “იაქტიურე კლიმატისთვის” მონაწილეები.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი კამპანიაში ჩართვა და ამისთვის საჭიროა, რომ მსურველებმა თავიანთ საცხოვრებელ არეალში ე.წ. “მწვანე აქტივობები” განახორციელონ.
მსვლელობა “მარში კლიმატისთვის” 20 სექტემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისში გაიმართება და მასში 500-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.