ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმზე 600 სამუშაო ადგილის
შესახებ იქნება ინფორმაცია ხელმისაწვდომი. მასში მონაწილეობას მიიღებს იმერეთის რეგიონში მოქმედი 40-მდე ორგანიზაცია.
დასაქმების მსურველებმა თან უნდა იქონიონ რეზიუმე ამობეჭდილი ვერსია, სასურველია რამდენიმე ეგზემპლარი.
დასაქმების ფორუმი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება. მისი მიზანია ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ხელშეწყობა. დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის უშუალო კონტაქტის დამყარება დროის მცირე მონაკვეთში.
ფორუმი, ქუთაისში სასტუმროში “ბაგრატი” 6 სექტემბერს გაიმართება.