“ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული
ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა.” – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.
“ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა. მათთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებელობაზე ჩვენი სამინისტრო ზრუნავს და სასიხარულოა, რომ 2019-2020 წლებში ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში 2440 ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა,”- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.