1-ლი ოქტომბრიდან ზესტაფონში სიმსივნის სხვადასხვა ფორმების
სკრინინგული კვლევების პილოტური პროგრამის ამოქმედება იგეგმება.
“ზესტაფონი ერთ – ერთი პირველი მუნიციპალიტეტი იქნება რეგიონში, სადაც კიბოს გაძლიერებული სკრინინგის პროგრამა დაინერგება. საპილოტე პროგრამაში ადგილობრივი თვითმმართველობა და სოფლის ამბულატორიის ექიმები ჩაერთვებიან, რათა მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობის ინფორმირებულობა,”-ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ დროისათვის საპილოტე პროგრამის მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე