სამტრედიაში, ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საწვავით სავსე რეზერვუარს გაუჩნდა. არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროებაც.
ამ დროისათვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობს 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან.
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური