ხარაგაულში, სოფელ ვახანში მხატრიშვილების მრავალშვილიან ოჯახს სახლი დაეწვა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადამ ხანძრის ლიკვიდაცია ვერ შეძლო. ხის სახლზე ცეცხლის ალი სწრაფად გავრცელდა.
ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, მალხაზ მხატრიშვილის 8 სულიან ოჯახს მერის სარეზერვო ფონდიდან მაქსიმალურად დაეხმარებიან, რისთვისაც დაუყოვნებლივი რეაგირება უკვე დაწყებულია.
ოჯახის წევრებს, რომლებმაც ფაქტობრივად სახლიდან ვერაფრის გამოტანა ვერ შეძლეს, უკვე შეხვდნენ მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე და მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილი. მათი ინფორმაციით, მხატრიშვილები, დროებით ნათესავის სახლში იცხოვრებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებული ოჯახისთვის იწყებს სოციალურ აქციას, პირველადი საჭირო ნივთების შეგროვების მიზნით.