ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, 7 ივნისის სტიქიით დაზიანებული
ლეღვანის ცენტრალური გზის მეორე მონაკვეთის აღდგენა უახლოეს დღეებში დაიწყება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.
გამოვლენილია კომპანია შპს “ზუბა”, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთ სამუშაო დღეში გზის აღდგენას დაიწყებს.
მერიის მიერ 400 925 ლარზე გამოცხადებული ტენდერი კომპანიამ 368 000 ლარად მოიგო.
ფოტო: ხარაგაულის მერია