საია იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტსა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
4 მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის მიწოდების კუთხით არსებულ პრობლემებს შეისწავლის. ამის შესახებ საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების ხელმძღვანელმა, ნოდარ ჯიქიამ, არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველთვიურ შეხვედრაზე განაცხადა.
“განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილეთ წყალმომარაგების კუთხით რეგიონში არსებულ პრობლემებზე. გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია მუნიციპალიტეტებიდან. დავინტერესდით, რა მდგომარეობაშია კონკრეტული მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება. რა პროექტები ხორციელდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე სხვადასხვა ფონდებიდან. უახლოეს პერიოდში დამუშავდება ინფორმაცია და პროექტი ახალ ფაზაში გადავა, რაც მუნიციპალიტეტებთან მემორანდუმების გაფორმებას ითვალისწინებს. ეს ხორციელდება იმისათვის, რომ გარკვეულწილად მათაც ჰქონდეთ მობილიზებული თანადაფინანსების თანხა 2020 წლის ბიუჯეტებში. საბოლოოდ საია კონკურსს გამოაცხადებს და პრობლემის მოსაგვარებლად 5 მცირე გრანტს გასცემს,”-განაცხადა ნოდარ ჯიქიამ.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე