ქუთაისში, 450 საცხოვრებელ კორპუსში ე.წ წყლის მწოლარა მილები შეიცვლება. ამის შესახებ
საბინაო სამსახურის უფროსმა, ჯონი არაბიძემ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანია შეასრულებს. როგორც არაბიძე ამბობს, საკითხზე მოსახლეობის მაღალი მომართვიანობაა. მისივე განცხადებით, წყალი მოხმარების გარეშე იღვრებოდა, რაც კომპანიას ფინანსურ პრობლემებს უქმნიდა. არაბიძე იმედოვნებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ სარდაფები აღარ დაიტბორება.
რაც შეეხება აღნიშნული მიმართულებით ბიუჯეტიდან განხორციელებულ პროგრამებს, არაბიძის განმარტებით, საცხოვრებელი კორპუსებიდან წლის ამოტუმბვის სამუშაოებისათვის გამოყოფილია 150 ათასი ლარი, თუმცა მისი ათვისება ვერ მოხერხდა, რადგან ტენდერში მონაწილეობა კომპანიებმა არ მიიღეს და მერიამ ტუმბოები ვერ შეიძინა.
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მერიის საბინაო სამსახურმა 2019 წლის საქმიანობის 8 თვის ანგარიში წარადგინა. მიმდინარე პერიოდში 15 პროგრამა ხორციელდება, რისთვისაც ჯამში 2 790 ლარი დაიხარჯა.