ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა ბულგარეთში გამართულ ფესტივალზე 9 პირველი ადგილი დაიკავა
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებმა ბულგარეთში
გამართულ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე 9 პირველი ადგილი
დაიკავეს.
კონკურსი "ხელოვნება და ზღვა" სამხატვრო, ქორეოგრაფიის, ინსტრუმენტული
და ვოკალის მიმართულებებით ტარდებოდა. საპრიზო ადგილები
კი ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა სამხატვრო, ინსტრუმენტული და
ვოკალის მიმართულებებიდან მოიპოვა.
ფესტივალს, რომელიც ბულგარეთში 3 დღე მიმდინარეობდა, 18 ქვეყნიდან
400-მდე მონაწილე ჰყავდა.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი მოსწავლეებს რამდენიმე მიმართულებით
იღებს. ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძეა.
მასალის გამოყენების პირობები