ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს მერია
ბალახის საკრეჭ მანქანას გადასცემს, რომელიც მერიამ 43 000 ლარად შეიძინა.
საკითხი საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განიხილეს.
როგორც კომისიის სხდომაზე განაცხადეს, დანადგარის შეძენა სტადიონის საფარის რეაბილიტაციის შემდეგ მისი მოვლა-პარტონობისათვისაა საჭირო.
მიმდინარე რეაბილიტაციის გამო სტადიონზე შეხვედრები არ იმართება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე