მოქალაქე ლეილა ქაროსანიძემ ხონის მერიას სასამართლო დავა მოუგო.
ქაროსანიძის ინტერესებს სასამართლოში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი იცავდა.
“ხონის მერიის მიწის აღიარების კომისიამ ლეილა ქაროსანიძეს უკანონოდ უთხრა უარი ხონის სოფელ გორდში თვითნებურად დაკავებული 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე.
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო მიწის აღიარების კომისიის განკარგულება და არსებითი გარემოებების გამოკვლევის გზით ქაროსანიძის მიწაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა,”-ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებაში.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე