ქუთაისის საკრებულოს ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე
ელექტრომობილების საწარმოს განაშენიანების დეტალური გეგმის შესახებ იმსჯელეს. კონცეფცია შპს “ბიგ სერვისმა” წარადგინა.
როგორც სხდომაზე მერიის არქიტექტურის ააიპის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა კუბლაშვილმა განაცხადა, პირველ ეტაპზე ქარხნის მშენებლობისათვის გარემოზე ზემოქმედების შეფასება საჭირო არ არის, რადგან ადგილზე ელექტრომობილები აიწყობა და მათი შეღებვა არ განხორციელდება. მისივე განმარტებით, ტერიტორია დასახლებული პუნქტიდან დაშორებულია და მოსახლეობა ეკოლოგიური პრობლემის წინაშე არ დადგება.
“გზშ არ არის საჭირო, ამ ეტაპზე იქ არ მიმდინარეობს ბუნებისთვისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროცესები. ამ ეტაპზე ადგილზე ავტომანქანები არ შეიღებება. თუმცა, წინ არის სხვა ეტაპები,”-განაცხადა კუბლაშვილმა.
საკითხი საკრებულოს სხდომაზე მიმდინარე კვირაში გავა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე