ქუთაისში რუსთაველის გამზირზე (გამარჯვების მოედანზე) ასფალტის მეორე ფენა იგება.
მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ბექა ყურაშვილთან და უქიმერიონის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელ ზაზა ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა. რუსთაველის ქუჩაზე სხვადასხვა სახის სამუშაოები შესრულდა. ადგილზე უკვე გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა, მოწესრიგდა საფეხმავლო ბილიკები,დამონტაჟდა საგზაო უსაფრთხოების ნიშნულები, განახლდა ბალახის საფარი და მოხდა ხეების სხვლა-ფორმირება. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 მლნ ლარზე მეტით დაფინანსდა.
R