დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორებს
განსაკუთრებული სიახლეები დახვდებათ სათაფლიაში, სადაც სრულად განახლდა იურული პარკი და დამონტაჟდა დინოზავრების ახალი, თანამედროვე ინტერაქციული მულიაჟები. ტერიტორიაზე დაწყებულია დამატებითი ტურისტული ბილიკების პროექტირება და იგეგმება მღვიმის განათების სისტემის შეცვლა. სათაფლიაში ასევე დაწყებულია სასტუმროს რეაბილიტაცია, რომელიც ვიზიტორებისთვის გაიხსნება.
თანამედროვე განათების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს პრომეთეს მღვიმეშიც.
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები კომპლექსური დაცული ტერიტორიაა. მისი საერთო ფართობი 504,6 ჰა-ს შეადგენს და 19 ბუნების ძეგლს მოიცავს. სათაფლიას და პრომეთეს მღვიმეს ყოველწლიურად, 270 000 ვიზიტორი სტუმრობს.