ჭიათურაში გრაფიტის ფესტივალი გაიმართება. ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე
კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტით მოიხატება. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე შეიქმნება.
ფესტივალი 21 აგვისტოს გაიხსნება და 29 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
ფესტივალის გახსნის დღეს, ჭიათურაში, ჭავჭავაძის კედლის მიმდებარე სკვერში, 3 მხატვრის მიერ წარმოდგენილი 9 ესკიზი გამოიფინება, საბოლოოდ კი, არჩევანი სამ ნიმუშზე შეჩერდება. საუკეთესო ესკიზებს ჭიათურის მოსახლეობა თავად შეარჩევს, მათ შესაძლებლობა ექნებათ, მერიის ფოიეში 3 დღის განმავლობაში (21-23 აგვისტო) გამოფენილი ნამუშევრები დაათვალიერონ, შეარჩიონ ფავორიტი ესკიზები, შემდეგ კი საკუთარი პოზიცია სპეციალურად პროექტისთვის ფეისბუქში შექმნილი ღონისძიების პოსტზე გამოხატონ.
მოსახლეობის მიერ შერჩეულ ესკიზებს 3 მხატვარი ჭავჭავაძის ქუჩაზე შერჩეულ ლოკაციაზე 5 დღის (24-29 აგვისტო) განმავლობაში დახატავს.