რიკოთის საუღელტეხილო გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობა იწყება.
ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. ახალ გზას კომპანია “China State Construction Engineering Corporation Limited” ააშენებს.
ჩუმათელეთი-ხევის გზის მშენებლობას მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებენ. სამუშაოების ღირებულება 330 მილიონ ლარამდეა. სამუშაოების განხორციელბის ვადად 3 წელია განსაზღვრული.
პროექტი ითვალისწინებს ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის, 22 ახალი ხიდისა და 3 გვირაბის მშენებლობას. მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, შესაბამისი სადრენაჟო სისტემები, გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი 4 სექციად არის დაყოფილი და საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.
ფოტო:ინტერნეტიდან