ავიაკომპანია “რაინეარი” საქართველოდან პირდაპირი

ავიარეისების შესრულებას იწყებს. რეისები თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან შესრულდება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 21 აგვისტოს, ქართულ მხარესა და ირლანდიურ კომპანიას შორის გაფორმდება. დოკუმენტს ხელი მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე მოეწერება.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და “რაინეარის” კომერციული დირექტორი დევიდ ო” ბრაიენი.

ფოტო:ინტერნეტიდან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *