ქუთაისი ფლი მარკეტს უმასპინძლებს, რომელიც
თბილისის პარალელურად მონ პლაზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
ქუთაისელი მეწარმეები, ხელოვანები, ქუთაისში არსებული კომპანიები და სტარტაპები თავიანთ პროდუქციას გაყიდიან და შემოსული თანხის 20%-ს ნებაყოფლობით გადასცემენ “სირცხვილიას” აქციის საორგანიზაციო ჯგუფს.
ფლი მარკეტი კვირას, 11 აგვისტოს, 17:00 საათიდან, პროტესტის 53-ე დღეს მოეწყობა.