სამტრედიის მერიის წარმომადგენლები, საპატრულო
პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. თვითმმარველობის წარმომადგენლებმა საპატრულო პოლიცია გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით გამოიძახეს და მერიის წარმომადგენლებმა მოვაჭრეებს აკრძალული ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.
თვითმმართველობამ მოვაჭრეები დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი მოსალოდნელი ადმინისტრაციული ჯარიმის შესახებ გააფრთხილა.