ბაღდათის მუნიციპალიტეტში 6 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის გამო,
ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოს დაგეგმილი საერთო – სახალხო დღესასწაული “ზეკარობა 2019”, ასევე 12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღარ გაიმართება.
“ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს,”-ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ავტოავარიის შედეგად ბაღდათში ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 19 წლის დათო ზივზივაძე ადგილზე დაიღუპა, ხოლო მარიამ მაჩიტაძე კი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.