ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 7-სულიან ოჯახს საზოგადოება დაეხმარა.
ოჯახი, სადაც 5 მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება, სიღატაკეში ცხოვრობს.
სახლში არსებული ყველა ფანჯრის მინა ჩამსხვრეულია, საწოლი დაზიანებულია, წვიმის დროს კი წყალი სახლის ყველა წერტილში თანაბად ჩადის.
გევორქიანების ოჯახზე სტატიის მომზადების შემდეგ, საზოგადოებას სურვილი გაუჩნდა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარებოდნენ.
“უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახს მივუტანეთ რამდენიმე თვის სამყოფი საკვები, ჰიგიენური საშუალებები, ასეე საწოლი და საჭირო ნივთებია. ოჯახი ძალიან ბედნიერია,”- აცხადებს ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე.
უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები ოჯახის თქმით, საზოგადოების მიერ ჩატარებული საქველმოქმედო აქცია, მათთვის დიდი შეღავათია.
“სიტყევბის არ მყოფნის ისეტი ბედნიერი ვარ. ამდენი საკვები პროდუქტი ჩემს სახლში არასოდეს ყოფილა. ყველას დიდი მადლობა დახმარებისთვის. ქუთაისის მერიას ვთხოვდი დახმარებას და საზოგადოება დამეხმარა, მე დღეს ბედნიერი დედა ვარ, თქვენ მე შიმშილს გადამარჩინეთ,”- აცხადებს სოციალურად დაუცველი ქალბატონი.