ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასოფლო ამბულატორიებს
რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პირველ ეტაპზე ოთხი სოფლის ამბულატორია მოეწყობა, ესენია ფარცხნალის, წყალაფორეთის, ხიდრისა და ვახანის ამბულატორიები.
როგორც ხარაგაულის მერიაში განაცხადეს, ტენდერი ჩავარდა და მასში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა. მათივე განმარტებით, ტენდერი თავიდან გამოცხადდება.
ფოტო: ხარაგაულის მერია