ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა დიმში მტკნარი და მინერალური
წყლის მწარმოებელი საწარმო აშენდება, რისთვისაც 2 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
ახალი საწარმო თანამედროვე სტანდარტების დანადგარებით იქნება აღჭურვილი და წელიწადში არანაკლებ 1 460 000 ლიტრი წყლის წარმოებას შეძლებს.
საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად შპს “პრესტიჯლანდ ჯეორჯიას” სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” , ქონების ერთ ლარად გადაცემის კომპონენტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სოფელ დიმში მდებარე 3014 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა.
საწარმოში 16 ადამიანი დასაქმდება.