10 აგვისტოს ზეკარობის დღესასწაული გაიმართება.

ჩატარდება დოღი, კულტურულ-სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი ღვინოების დეგუსტაცია და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიება ქუთაისი-ბაღდათი-საირმე-ბენარას საავტომობილო გზის 69-ე კილომეტრზე, 11:00 საათიდან გაიმართება.

სახალხო დღესასწაული ამ სახელწოდებით რამდენიმე წელია, რაც იმართება და იგი 2015 წელს ბაღდათისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების ძალისხმევით აღდგენილი “მწყემსის დღის” ახლებური გაგრძელებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *