“ნანა წადი”-სამოქალაქო აქტივისტები საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატისათვის
ნანა კოსტავასათვის დისკომფორტის შექმნას აგრძელებენ. მათ საკრებულოს სხდომაზე ნანა კოსტავას შესახებ მედიაში გამოქვეყნებული კომენტარები მიიტანეს და დეპუტატის ადგილზე დადეს. როგორც აქტივისტები აცხადებენ, მათ მერიის წინ გამართული საპროტესტო აქციებიდან თუ საკრებულოს წინა სხდომებიდან დეპუტატს თავიანთი სათქმელი უთხრეს, დღევანდელ სხდომაზე კი კოსტავას მათი კოლეგების კომენტარებით მიმართავენ. აქტივისტებმა სხდომათა დარბაზში პლაკატი “ნანა წადი” გამოფინეს.
“ნანა კოსტავას ჩვენი სათქმელი უკვე ვუთხარით. ახლა მისი კოლეგების სიტყვებით ვესაუბრებით, მათ შორის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებებით,”-განაცხადეს აქტივისტებმა.
საკრებულოს სხდომას ესწრება თავად ნანა კოსტავა, რომელმაც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ ბულინგით დაკავებულ ჟურნალისტებს კომენტარს არ მისცემდა.