ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერმა მრჩეველთა
საბჭოში ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. მერის თქმით, რეაბილიტაციის დაწყებას ხელს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული ტერიტორია უქმნიდა, რომელიც პრივატიზებაში იყო.
,, ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია, თუმცა ამაზე ფიქრი არ შეგვიწყვეტია. იქ იყო ტერიტორია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და ის იყო პროვატიზაციაში, ამიტომ ის პროექტი, რასაც ვფიქრობდით, ვეღარ განვახორციელეთ. ამიტომ თავიდან, ოფიციალურად ვყიდულობთ პროექტს და ასსაფეხურიანი კიბე ჩაისმება იმ მარშრუტში, რომელიც ტურისტმა უნდა გაიაროს.”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ასსაფეხურიანი კიბის რეაბიტაციისათვის პროექტის მოსამზადებლად ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, თუმცა 30 ივლისს სატენდერო წინადადებების მიღება დასრულდა და ტენდერში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია.
ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბე გასული საუკუნის 50_იანი წლების დასაწყისში აშენდა. კიბის პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2011 წელს ჩატარდა და რეკონსტრუქცია “კომუნმშენპროეტის” მიერ შექმნილი გეგმის მიხედვით განხორციელდა. პროექტის მიხედვით კიბის დიზაინში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შესულა, მოხდა მოაჯირების, განათებისა და გამწვანების ზოლის განახლება.