ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად
გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. სატენდერო წინადადებების მიღებისათვის განკუთვნილი ვადა გუშინ, 30 ივლისს, ისე ამოიწურა პროექტის მომზადების სურვილი არცერთმა კომპანიამ დააფიქსირა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ასსაფეხურიანი კიბის რებილიტაციის პროექტის მოსამზადებლად მერიამ 15 ათასი ლარი გამოყო.
კიბის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერმა გუშინ მრჩეველთა საბჭოში ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბე გასული საუკუნის 50_იანი წლების დასაწყისში აშენდა. კიბის პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2011 წელს ჩატარდა და რეკონსტრუქცია “კომუნმშენპროეტის” მიერ შექმნილი გეგმის მიხედვით განხორციელდა. პროექტის მიხედვით კიბის დიზაინში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შესულა, მოხდა მოაჯირების, განათებისა და გამწვანების ზოლის განახლება.