შსს-ს ინფორმაციით, 2019 წლის პირველ 6 თვეში მსხვერპლის
დასაცავად ოჯახში მოძალადეების მიმართ 5399 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. მისი დარღვევისათვის პასუხისგებაში 144 პირი მიეცა. დამრღვევი 137 შემთხვევაში კაცი, ხოლო 7 შემთხვევაში ქალი იყო.
იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 563 ორდერი გამოიცა.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 6 თვეში – 3292, ხოლო 2017 წლის 6 თვეში 1845 ორდერი გამოიცა.