ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პირველ სართულზე ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა
დღის პირველ ნახევარში მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საცხოვრისში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ადგილზე, სადაც ჭერი ჩამოიგრა, მცირეწლოვნები ხშირად თამაშობენ.
“გასული ვიყავით მადლიერების სახლში. როდესაც ადგილზე დავბრუნდით მერიის წარმომადგენლები დაგვხდნენ. მათ არაფერი უთქვამთ და შემთხვევით გავიგეთ, რომ ჭერი ჩამოვარდა. ადგილზე ბავშვები თამაშობენ და საშიშია აქ ცხოვრება,”-ამბობს სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ირანდა ნემსიწვერიძე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მერიიდან თანამშრომლები გამოგზავნეს, ჭერის ჩამონგრევის შედეგად დანაგვიანებული ადგილი დაასუფთავეს და მომხდარი დამალეს.
სოციალურ საცხოვრისი ორი წლის წინ გაიხსნა. ამ პერიოდის განმავლობაში შენობაში ჭერი რამდენჯერმე ჩამოინგრა.