სათაფლიის მონახულება ვიზიტორებს 1 აგვისტოდან ყოველდღე
შეეძლებათ. დაცული ტერიტორიების სააეგენტოს ინფორმაციით, სათაფლიაზე ვიზიტორების გაზრდილი მოთხოვნის გამო, ეკოტურისტული ობიექტი 1 აგვისტოდან იმუშავებს ყოველდღე, 10:00-19:00 საათამდე.
შეგახსენებთ, ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიებზე სამუშაო საათები გახანგრძლივდა. ვიზიტორებს პრომეთეს მღვიმის მონახულება 10:00-დან 19:00 საათამდე შეეძლებათ. 10:00-დან 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი სათაფლიის, მარტვილისა და ოკაცეს ჩანჩქერის სტუმრობა. რაც შეეხება ოკაცეს კანიონს, ის 18:30 საათზე დაიკეტება. შეცვლილი განრიგით ვიზიტორებს ტერიტორიებზე ვიზიტი ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, სექტემბრამდე შეეძლებათ.
ფოტო:დაცული ტერიტორიების სააეგენტო