ქუთაისის სოციალური საცხოვრისში ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე კომენტარი
მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ გააკეთა. არაბიძე ამბობს, რომ შენობაში ჭერი ღამის 12 საათზე ჩამოვარდა. მისივე განმარტებით, ჭერი დერეფნისგან იზოლირებულ, თავისუფალ ფართში ჩამოიშალა.
მერიის საბინაო სამსახურის უფროსის თქმით, საცხოვრისში არსებულ მდგომარეობაზე გამოძიება მიმდინარეობს.
არაბიძე აცხადებს, რომ ქალაქის მერიას საცხოვრისში მცხოვრებლებისათვის ალტერნატიული ფართის შეთავაზება არ შეუძლია.
შესაბამისმა სამსახურებმა შემთხვევა გადაიღეს და შესაბამისი აქტი შეადგინეს.