გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლარიხევში, საცხოვრებელ ეზოში უკანონოდ მოპოვებული 7 ერთეული წიფლისა და 5 ერთეული წაბლის სახეობის მორი იყო განთავსებული.
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშების შემდგომ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.