ქუთაისის აეროპორტში, საბაჟო გამშვებ პუნქტში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 40 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს. მედიკამენტი საბერძნეთის მოქალაქე გ.ვ-ს კუთვნილ ხელბარგში იპოვეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონის დიდი ჯიხაიშის განყოფილებას გადაეცა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე