“უმნიშვნელოვანესია, რომ ვიწყებთ მზადებას სტრასბურგისათვის. იმიტომ, რომ ჩვენ
სასამრთლო არ გაგვაჩნია. სირცხვილია, რომ ამდენი საქმე მიდიოდეს ქვეყნის გარეთ გადასაწყვეტად . ჩვენი გეგმა არის სამართლიანობისთვის ბრძოლა.” – ამის შესახებ ,,მედიარუმში” გამართულ ბრიფინგზე ქუთაისში კაფე ,,სავანეს” მფლობელმა გიორგი ტურაბელიძემ განაცხადა. ის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მათ ოჯახს ,,სავანეს” ტერიტორიის დაკანონება არ შეეძლებათ.
,, მინდა მივმართო ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს, თუ თქვენამდე არ მოსულა ინფორმაცია, რომ ქუთაისში სრულიად აღვირახსნილი მდგომარეობაა. არ მოსულა ინფორმაცია, რომ ქუთაისში კერძო მესაკუთრეებს ართმევენ თავიანთ საკუთრებას, მე მინდა აუდიენცია, რათა ეს ყველაფერი თქვენ გაგაგებინოთ. თუ არ იცით, მინდა გითხრათ , რომ ქუთაისში ქუთაისის მერია გიწყობთ საბოტაჟს. თუ თქვენ იცით ეს ინფორმაცია, მაშინ თქვენგანაც მიღებულია გამოწვევა და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს.”- განაცხადა გიორგი ტურაბელიძემ.
ადვოკატის, ნინო მეფარიშვილის განცხადებით, საქმე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს. ამბობს, რომ მათ სამართლიანობაში დარწმუნებული არაა და მოუწევთ სტრასბურგსაც მიმართონ.
“გვქონდა იმედი, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას. პოზიციებს გამოხატავდა სასამართლო და ამან გაგვიჩინა რეალური იმედი იმისა, რომ სასამართლო იქნებოდა სამართლიანი. გილოცავთ, გიორგი ჭიღვარია, თქვენი პარტიის მიერ დანიშნულმა უვადო მოსამართლეებმა გაამართლეს თქვენი იმედები და უვადო დანიშვნის წინ გადაგიხადეს საზღაური. მათ მართლაც ღირსეულ მოსამართლეებად ვთვლი. ძალიან შემეცოდნენ. ისინი იყვნენ მონები. შემოვიდნენ დარბაზში დაღუნული თავებით, შეწუხებულის სახეებით. ისნი იძულებული იყვნენ თქვენი შეკვეთა განეხორციელებინათ. ვიბრძოლებთ უზენაეს სასამართლოში, თუმცა უკვე იმედიც აღარ გვაქვს, რომ უზენაესი სასამართლო იქნება სამართლიანი. ვიბრძოლებთ სტრასბურგში ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ ეს კორუმპირებული ხალხი ჩამოვაცილოთ ამ ხელისუფლებას.”- განაცხადა ნინო მეფარიშვილმა.
ამავე თემაზე:
სამგლოვიარო გვირგვინი სააპელაციო სასამართლოსთან- “სავანეს” მეპატრონეები გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
,,სავანეს” მეპატრონეებმა ქუთასის მერიასთან სასამართლო დავა წააგეს