ბაღდათში ადგილობრივმა ლელა ბუხულეიშვილმა მოქალაქეებისათვის წიგნის
კარადა დადგა და მასში საკუთარი წიგნები განათავსა. მცირე ბიბლიოთეკით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მოქალაქეებმა სასურველი წიგნი უნდა აიღონ და წაკითხვის შემდეგ უკან დააბრუნონ.
ლელა ბუხულეიშვილი ამბობს, რომ მან უმეტესად მისი რჩეული და ამავე დროს ბესტსელერი წიგნები შეარჩია.
მცირე ბიბლიოთეკას “რუსთაველი და მეგობრები” ჰქვია. წიგნის კუთხის მოწყობის იდეა ავტორს თბილისში, “წიგნის ბუდე”-ს მოწყობის შემდეგ გაუჩნდა.
“დღეიდან ნებისმიერ მსურველს შეგეძლებათ მოხვიდეთ და აიღოთ სასურველი წიგნი, წაკითხვის შემდეგ კი დააბრუნოთ. წიგნებიც ისეთები შევარჩიე, სულ რჩეულები და ბესტსელერები. უმეტესობამ რომ ჩემზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
სახელი “რუსთაველი და მეგობრები” ცოტა ამბიციური კი გამომივიდა. პარიზშია ასეთი წიგნების მაღაზია “შექსპირი და კომპანია” ჰქვია. სულ ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა ჩვენთან რომ წიგნების მაღაზიას “რუსთაველი და მეგობრები” რქმეოდა,”-წერს ლელა ბუხულეიშვილი facebook-ში.