“გახარია წადი”- ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები ფლაერებს დაარიგებენ.
ისინი კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ და მოქალაქეებს 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შედეგებს შეახსენებენ. აქციის მონაწილეები ცენტრალურ ბაღში, კოლონადებთან, 14:00 საათიდან შეიკრიბებიან.
“ეს აქცია იმ პროტესტის გაგრძელებაა, რომელიც 20 ივნისის ღამის შემდეგ დაიწყო. ფლაერებზე დატანილია წარწერა “გახარია წადი” და მითითებულია ის შედეგები, რომლებიც 20 ივნისის ღამეს მოჰყვა,”-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ლელა მოწონელიძე.
აქცია პარალელურად ყველა დიდ ქალაქში გაიმართება.
20 ივნისის ღამეს თბილისში გამართულ აქციაზე მხედველობა 3-მა მოქალაქემ დაკარგა, ერთი დაშავებული კვლავ მართვით სუნთქვაზეა. ასევე, დაშავდა მედიის 38 წარმომადგენელი და დააკავეს აქციის 305 მონაწილე.