გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,
2019 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1121 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 93 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
აღნიშნულ პერიოდში, იმერეთში 119 ფაქტი დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კახეთში (447 ფაქტი), ხოლო ყველაზე დაბალი – თბილისში (12 ფაქტი).
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 12429 მ3-მდე ხე-ტყე.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.