ქუთაისის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ პრესის სახლიდან გამარჯვების მოედნამდე ავტომობილების გადაადგილება რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება.
სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7 მლნ ლარი გამოყო.
რუსთაველის გზის რეაბილიტაციას შპს “ორიენტირი” ახორციელებს.