საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით,
6 ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე სამუშაო საათები გახანგრძლივდა.
ვიზიტორებს პრომეთესა და ნავენახევის მღვიმეების მონახულება 10:00-დან 19:00 საათამდე შეეძლებათ. 10:00-დან 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი სათაფლიის, მარტვილისა და ოკაცეს ჩანჩქერის მონახულება. რაც შეეხება ოკაცეს კანიონს, ის 18:30 საათზე დაიკეტება.
შეცვლილი განრიგით ვიზიტორებს ტერიტორიების მონახულება ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, სექტემბრამდე შეეძლებათ.