,,ევროპა ჩვენი სახლია” სახალხო დამცევლის აპარატს მიმართავს. ორგანიზაციის წევრი,
ვახტანგ სიხარულიძე, თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მე-12 დღეა შიმშილობს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ შესაძლოა მოშიმშილეთა კანონიერი უფლებების დაცვა საჭირო გახდეს.
,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობიალია, არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” წევრი ვახტანგ სიხარულიძე მეთორმეტე დღეა საქართველოს პარლამენტის წინ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.
იმ პროცესის გამო, რასაც თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე პარლამენტის შენობის წინ ბოლო საათების განმავლობაში ვითარდება, ასევე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ლიდერის მღვდელ ისაკაძის განცხადების გათვალისწინებით, რომ მათ ეჭვი ეპარებათ მოშიმშილეთა გულწრფელობაში და პროტესტის მონაწილეებს “ასწავლიან როგორ იშიმშილონ” მივმართავთ ომბუდსმენის აპარატს, რათა შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად მოშიმშილეთა კანონიერი უფლებების დაცვის საგარანტიოდ დაუყოვნებლივ შეისწავლოს ადგილზე არსებული მდგომარეობა და შესაბამისი რეაგირება იქონიოს დესტრუქციული და ძალადობრივი ქცევით გამორჩეული მარგინალური ჯგუფების მხრიდან გამოხატულ აგრესიაზე.”- ნათქვამია ,,ევროპა ჩვენი სახლია”-ს განცხადებაში.