საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 3-დან 7 ივნისამდე
რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება. აკრძალვები ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დაწესდა. 3 ივნისის 08:00 სთ-დან 2019 წლის 7 ივნისის 08:00 სთ-მდე გვირაბში არც ერთი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ დაიშვება.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე განხორციელდება.
“დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,”-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე